მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rooms Abastumani-ს განვითარებისთვის $14,45 მლნ დაიხარჯება

635ff48a8932d
BM.GE
31.10.22 20:30
994
აჭარა ჯგუფი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია (DFC), ხვალ, ხელს ფინანსურ შეთანხმებას მოაწერენ. ხელშეკრულება აბასთუმანში ისტორიული სანატორიუმი „არაზინდოს“ რეაბილიტაციისა და Rooms Hotel-ის ბრენდის ქვეშ განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 14,45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც აჭარა ჯგუფი 5,85 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო DFC-სგან ფინანსური საკონსულტაციო კომპანია Wings & Freeman Capital-ის მხარდაჭერით 8.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრძელვადიან სესხს აიღებს.

სასტუმროში 76 ოთახთან ერთად რესტორანი, ბარი, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეები მოეწყობა. პროექტი 150-მდე სამუშაო ადგილს შექმნის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი, მაღალანაზღაურებადი დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკის
განვითარებას.

დაგეგმილია, რომ Rooms Hotel Abastumani სტუმრებს 2024 წლიდან მიიღებს. 

ხელშეკრულებას ხელს DFC-ის მმართველი დირექტორი კენეტ ანჯელი, აჭარა ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თემურ უგულავა და აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ბერიშვილი მოაწერენ.

ღონისძიებაზე სიტყვით აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც გამოვა.