რუმინეთსა და საქართველოს შორის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სტრატეგიულ დონეზე ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას.
როგორც bm.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: თავდაცვის პოლიტიკა, სტრატეგიული კოორდინაცია და თანამშრომლობა, თავდაცვის ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობა, თავსებადობისა და შესაძლებლობების განვითარება, თავდაცვის სფეროში არსებული სამართლებრივი საკითხები, შეიარაღების კონტროლი და განიარაღება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სფეროში თანამშრომლობა და სხვა. გარდა ამისა, შეთანხმება თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ორგანიზებისა და კოორდინირებისთვის რუმინულ-ქართული ერთობლივი სამხედრო კომიტეტის (MJC) შექმნას ითვალისწინებს.
„ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დიდი ხანია არსებობს, თუმცა, ეს თანამშრომლობა გადადის ახალ ეტაპზე. იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სტრატეგიულ დონეზე შეუწყობს ხელს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას. ამიტომაც, ეს შეთანხმება იქნება ახალი ნაბიჯი განსაკუთრებით ნატო-სთან დაახლოების გზაზე,“ - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ციცაგიმ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი