მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთში ექსპორტი 96.1%-ით გაიზარდა - რას ვყიდით?

რუმინეთი

რუმინეთი ბულგარეთთან ერთად შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საზღვაო და საჰაერო გზით გადაადგილება ამ ქვეყნებიდან და ქვეყნებში სასაზღვრო შემოწმების გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა ეს არ ეხება სახმელეთო საზღვრის კვეთას.

ვაჭრობა

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსა და რუმინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 55%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს მაჩვენებელი 47.02 მლნ აშშ დოლარია, გასული წელის ანალოგიურ პერიოდში კი, 30.2 მლნ აშშ დოლარი იყო.

აქედან, 9.5 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 96.1%-ით აღემატება. რაც შეეხება იმპორტს, ზრდა 25.1%-ია.

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი 2024 წლის პირველ ორ თვეში:

  1. მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქები - 9.1 მლნ აშშ დოლარი;
  2. საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 201.5 ათასი აშშ დოლარი;
  3. ახალი ან შეყინული ბოსტნეული - 55.2 ათასი აშშ დოლარი;
  4. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 26.04 ათასი აშშ დოლარი;
  5. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 15.9 ათასი აშშ დოლარი.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი 2024 წლის პირველ ორ თვეში:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 27.6 ათასი აშშ დოლარი;
  2. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1.6 მლნ აშშ დოლარი;
  3. მსუბუქი ავტომობილები - 1.4 მლნ აშშ დოლარი;
  4. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 1.2 მლნ აშშ დოლარი;
  5. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 630.3 ათასი აშშ დოლარი.

FDI

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი რუმინეთიდან მინიმალურია. ყველაზე მეტი, 2.7 მლნ აშშ დოლარი 2021 წელს განხორციელდა. გასულ წელს კი, მხოლოდ 300 000-ის ინვესტიცია შემოვიდა უძრავი ქონების სექტორში.

ტურიზმი

გასულ 2023 წელს, საქართველოს 6 545 რუმინეთის მოქალაქე სტუმრობდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 57.4%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ 2019 წელის მაჩვენებელზე 4%-ით ნაკლებია.

რუმინეთიდან ფულადი გზავნილები ნულოვანია.

ცნობისთვის, რუმინეთი და ასევე ბულგარეთი EU-ს წევრები ბოლოს წინა გაფართოებისას 2007 წელს გახდნენ.

რაც შეეხება შენგენის ზონას, ის მოიცავს სახელმწიფოებს რომლებმაც ოფიციალურად გააუქმეს ყველა პასპორტი და ყველა სხვა სახის სასაზღვრო კონტროლი ერთმანეთის საზღვრებზე. ეს ტერიტორია ძირითადად ფუნქციონირებს როგორც ერთიანი იურისდიქცია საერთაშორისო სამოგზაურო მიზნებისთვის, საერთო სავიზო პოლიტიკით.

ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შენგენის ზონის წევწრია, გარდა ოთხისა ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი. მათი შეერთების ხელშეკრულებით ვალდებულნი არიან საბოლოოდ შეუერთდნენ შენგენის ზონას. ამასთან, შენგენის წესების სრულად ამოქმედებამდე თითოეულმა სახელმწიფომ უნდა შეაფასოს თავისი მზადყოფნა ოთხ სფეროში: საჰაერო საზღვრები, ვიზები, პოლიციის თანამშრომლობა და პერსონალური მონაცემების დაცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები