მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდებიან - Euronews

შენგენი

რუმინეთმა და ბულგარეთმა ავსტრიასთან შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის მარტიდან ორი ქვეყანა შენგენის ზონას შეუერთდება - ამის შესახებ Euronews-ი ბუქარესტსა და სოფიაზე დაყრდნობით იტყობინება.

რუმინეთის მინისტრის ინფორმაციით, ავსტრიასთან შეთანხმება ამ ქვეყნებისთვის შენგენის ზონას ნაწილობრივ, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლისთვის გახსნის. სახმელეთო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები 2024 წელს დასრულდება.

ავსტრია ამ ქვეყნების შენგენის ზონაში გაწევრიანებას წლების განმავლობაში ბლოკავდა, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს თურქეთიდან და დასავლეთ ბალკანეთიდან მიგრანტების რაოდენობას გაზრდიდა. მართალია, ევროპულმა კომისიამ ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში გაერთიანებაზე თანხმობა ჯერ კიდევ 2011 წელს განაცხადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმებას მხარს ამ დრომდე არ უჭერდნენ. ავსტრია კი ბოლო სახელმწიფო იყო, ვისთანაც მოლაპარაკებების გამართვა დასჭირდათ.

შენგენის ზონაში 27 ქვეყანაა გაერთიანებული, საიდანაც 23 ევროკავშირის წევრია. ეს ტერიტორია ძირითადად ფუნქციონირებს როგორც ერთიანი იურისდიქცია საერთაშორისო სამოგზაურო მიზნებისთვის, საერთო სავიზო პოლიტიკით, რაც იმას ნიშნავს, რომ შენგენის ზონაში შემავალ 27 ქვეყანაში სასაზღვრო კონტროლი გაუქმებულია.

საქართველო შენგენის ზონაში შემავალი ქვეყანა არ არის, თუმცა ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ, შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაუროს 90 დღის ვადით, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები