მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის სამიტის დოკუმენტიდან უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების მოთხოვნა ამოიღეს

უკრაინა

უნგრეთისა და ბულგარეთის ზეწოლით ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასკვნითი დოკუმენტის პროექტიდან უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მოთხოვნა ამოიღეს.

არსებული ინფორმაციით, ბრიუსელის 15-16 ოქტომბრის შეხვედრისთვის მომზადებული ტექსტის განახლებულ ვარიანტში ფრაზა "რაც შეიძლება მალე" აღარ ფიგურირებს.

სამი ევროპელი დიპლომატის ცნობით, სწორედ ამ ორმა ქვეყანამ მოითხოვა აღნიშნული ჩანაწერის ამოღება. ოფიციალურმა სოფიამ და ბუდაპეშტმა გადაწყვეტილება ივნისის სამიტის ფორმულირების შენარჩუნების სურვილით ახსნეს.

საყურადღებოა, რომ ანალოგიური ცვლილება შეეხო მოლდოვასაც, რომლის ევროინტეგრაციის პროცესიც ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის მიერ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას დაუკავშირეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უნგრეთის პოზიცია დიპლომატიური წრეებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან კიევსა და ბუდაპეშტს შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული ორმხრივი დავა უკვე მოგვარებულია. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრაინისთვის დარჩენილი ორი კლასტერის გახსნის წინააღმდეგ უნგრეთს საჯარო პრეტენზიები არსად არ გამოუთქვამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები