მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე ვეტო მოხსნა

პეტერ მადიარი

ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. არსებული ინფორმაციით, ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით მოქმედმა უნგრეთის ახალმა მთავრობამ დაწესებული ვეტო საბოლოოდ გააუქმა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი პროცესს ზაფხულიდან მოყოლებული ბლოკავდა და კიევისგან ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვას კატეგორიულად მოითხოვდა. უნგრეთის ხელისუფლებამ წინააღმდეგობის მოხსნის პირობად უკრაინული მხარის მიერ უნგრული დიასპორის უფლებების დამცველი შეთანხმების დამტკიცება დაასახელა.

თავის მხრივ, უკრაინის რადაში პირობა დადეს, რომ ამ საკანონმდებლო პაკეტს კენჭს მომავალ ორშაბათს უყრიან. ამის შემდეგ, სამშაბათს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტრები შეიკრიბებიან და სამთავრობათაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოლაპარაკებების ფორმალურ გახსნას ოფიციალურად შეათანხმებენ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა გაფართოების პოლიტიკის მასშტაბური რეფორმა, რომლის მიხედვითაც წევრობის კანდიდატი და ახალი წევრი ქვეყნებისთვის 15-წლიანი გამოსაცდელი ვადა დაწესდება. ახალი ინსტიტუციური მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის ღირებულებების ან კეთილსინდისიერი თანამშრომლობის პრინციპების უხეში დარღვევისას, გაერთიანება საბჭოში წევრის ხმის უფლების შეჩერების შესაძლებლობას დაიტოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები