მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის წევრები ოფიციალურად გახდნენ

რუმინეთი

2025 წლის 1 იანვრიდან რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის წევრები ოფიციალურად გახდებიან - გაწევრების პროცესი, რომლებიც ქვეყნებმა 2011 წლიდან დაიწყეს, ევროპული კომისიის მხრიდან რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის წევრობისთვის მზაობის აღიარებით დასრულდა.

ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა შენგენის ზონაში ორი ქვეყნის დამატებას მხარი დღეს დილით დაუჭირეს. თავისი გადაწყვეტილება შეცვალა ავსტრიამ მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენში გაერთიანებას ვეტო დაადო. მანამდე გადაწყვეტილებას ვეტოს ადებდნენ საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდებიც, თუმცა, დროთა განმავლობაში, დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური წინააღმდეგობა შესუსტდა.

2025 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში შემავალ 29 ქვეყანაში პასპორტკონტროლის გავლის გარეშე იმოგზაურებენ. არალეგალური მიგრაციის კონტროლისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში უნგრეთი-რუმინეთისა და რუმინეთი-ბულგარეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში სასაზღვრო კონტროლი კვლავ გაგრძელდება და შემთხვევით შერჩეულ მგზავრებს შესაბამის შემოწმებას ჩაუტარებენ.

შესაბამისად, მომავალი წლიდან შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების რაოდენობა 31-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები