მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის - ლუკ დევინი

6482177fc4c45
BM.GE
08.06.23 17:05
466
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა საქართველოს მთავრობა რუსეთთან ფრენების აღდგენისთვის გააკრიტიკა.

მან ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის, ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს.

"თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა და მოდერატორის კითხვაზე, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო "ნატოს" გაფართოება. რას ნიშნავს ეს? - ნიშნავს, რომ 2008 წლის ომი მიზეზია ის, რომ იქამდე ოთხი თვით ადრე საქართველომ ნატოს წევრობა ითხოვა? როგორ მოქმედებს ასეთი კომენტარები საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე, რომელიც გაცხადებული პოლიტიკაა.

მოვუწოდეთ საქართველოს, არ გადადგას პროაქტიული ნაბიჯები, რომელიც შეეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას – მაგალითად, რუსეთთან ფრენების აღდგენა, როცა ევროკავშირმა ფრენები შეზღუდა უკრაინაში შეჭრის გამო.

ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვწუხვართ, რომ სანქცირებულ პირებს მიეცათ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციებისთვის გვერდის ავლის ტერიტორია“, – განაცხადა დევინმა