მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

დავითაშვილი

ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით, 20-21 თებერვალს, ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ მან მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა, ვიზიტი ევროკავშირს და ასევე ნატო-ს შეეხება.

„20-21 თებერვალს უკვე დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში, ეს ეხება, როგორც ევროკავშირს, ასევე ნატო-ს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია, შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: პარლამენტმა დღეს კობახიძის მთავრობა დაამტკიცა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობა ასეთია:

პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე
კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გიორგი ამილახვარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები