მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობა სომხეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდ როლს თამაშობს - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობა რეგიონის ქვეყნებთან სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდ როლს თამაშობს. ამის შესახებ მან TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მშვიდობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყნების ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.

ვფიქრობ, ეს სამშვიდობო შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია. ბოლო 35 წლის განმავლობაში, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით და დღემდე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მეზობლებისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომლებიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებია. საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობა ამ ქვეყნებთან გადამწყვეტ როლს თამაშობს მათი ეკონომიკური განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ უბრალოდ გვიხარია, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა და ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მშვიდობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური პოზიციების გასაძლიერებლად. ეს ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. ახლა სამივე ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს და ეს მშვიდობისა და სამ ქვეყანას შორის შესანიშნავი თანამშრომლობის დამსახურებაა. ამიტომ, ჩვენ იგივე გზით უნდა გავაგრძელოთ სვლა. ეს არის საქართველოს ხედვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარების შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები