საქართველოს მთავრობა დამტკიცებულია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს პარლამენტში დღეს მოუსმინეს და კენჭიც უყარეს. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს.
მთავრობის განახლებული შემადგენლობა ასეთია:
პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე
კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გიორგი ამილახვარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი