მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი მარცვლეულის, მათ შორის ხორბლის ექსპორტს 1 ივლისამდე წყვეტს

5ea597fb4340c
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.20 18:15
2517
რუსეთი მარცვლეულის ექსპორტს 1 ივლისამდე წყვეტს,- ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. საუბარია ხორბალზე, მესლინზე, ქერსა და შვრიაზე.

რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. უწყების ცნობით, კვოტა, რომელიც მარცვლეულის ექსპორტზე იყო 1 აპრილიდან დაწესებული - 7 მილიონი ტონა - სრულად ათვისებულია.

უწყებაში მიაჩნიათ, რომ ექსპორტის შეჩერება, დაასტაბილურებს ფასს მარცვლეულზე და შიდა მოთხოვნას დააკმაყოფილებს ხორბალზე.

შეზღუდვა არ ვრცელდება ევრაზიული კავშირის ქვეყნებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები