რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი სრულად გაჩერდა. „საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში ფეროს მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე პროდუქცია არ გასულა. მიზეზი ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადის დაწესებაა. ამ გადასახადის ამოქმედებამდე 25 იანვრამდე რუსეთის ბაზარზე 45.3 მლნ დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა.
თებერვალში ფეროშენადნობების ექსპორტმა მხოლოდ 20.8 მლნ დოლარი შეადგინა, წლიურად ექსპორტი 3.3-ჯერ არის შემცირებული (2022 წ. თებერვალი - $69.05 მლნ). გასულ თვეში, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი მხოლოდ 9 ქვეყანაში გავიდა.
ფეროშენადნობების საექსპორტო ბაზრები / 2023 წლის თებერვალი
1. აშშ - 8.11 მლნ დოლარი
2. თურქეთი - 5.9 მლნ დოლარი
3. ალჟირი - 5.8 მლნ დოლარი
4. პაკისტანი - 0.320 მლნ დოლარი
5. აზერბაიჯანი - 0.269 მლნ დოლარი
6. ესპანეთი - 0.177 მლნ დოლარი
7. დიდი ბრიტანეთი - 0.176 მლნ დოლარი
8. ავსტრია - 0.063 მლნ დოლარი
9. ირანი - 0.028 მლნ დოლარი
რაც შეეხება წლის პირველი 2 თვის მონაცემებს. იანვარ-თებერვალში ფეროშენადნობების ექსპორტმა 71.6 მლნ დოლარი შეადგინა, წლიურად კლება 28.6%-ია.
TOP- 5 საექსპორტო ბაზარი ფეროშენადნობებისთვის / 2023 წლის იანვარ-თებერვალი
1. რუსეთი - 45.3 მლნ დოლარი
2. თურქეთი - 9.9 მლნ დოლარი
3. აშშ - 8.3 მლნ დოლარი
4. ალჟირი - 5.8 მლნ დოლარი
5. აზერბაიჯანი - 0.723 მლნ დოლარი
საქართველოში ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების ნაწილი უკვე რამდენიმე თვეა დახურულ რეჟიმშია, ნაწილმა სიმძლავრეები შეამცირა და თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა. საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე დაბალ მოთხოვნას და ფასების ვარდნას დაემატა ისიც, რომ ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედდა. ანტიდემპინგური გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო, სადაც ქართველ მწარმოებლებს დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ამით კავშირის წევრი სახელმწიფოები ეკონომიკურ ზიანს იღებენ. ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე გადასახადის ოდენობა მწარმოებლის მიხედვით დადგინდა და საბაჟო ღირებულების 21,4% - 24,2%-ით განისაზღვრა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს