მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო “პარტნიორია” - ბრუნვა 52%-ით გაიზარდა

63ca43aabdda3
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.23 11:36
1390
საქსტატმა დღეს 2022 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი სრული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი, რომელთანაც ბრუნვამ 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა 30%). მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელთან ბრუნვა 52%-ით 2.5 მილიარდამდე გაიზარდა. 79%-ით გაიზარდა იმპორტი და ის რეკორდული 1.83 მილიარდი დოლარი იყო. 6.8%-ით, 651 მილიონ დოლარამდე გაიზარდა საქართველოს ექსპორტი რუსეთში.

შესაბამისად, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მიუხედავად, საქართველომ ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები გააფართოვა.

იმპორტის ზრდის წამყვანი მიზეზი საქართველოს რუსულ ნავთობპროდუქტებზე გადასვლა იყო. თუკი 2021 წელს ქვეყანამ $135 მილიონი დოლარის 225 ათასი ტონა საწვავი შეიძინა, 2022 წელს ეს რიცხვი 623 მილიონ დოლარამდე (657 ათას ტონამდე) გაიზარდა. 21 მილიონი დოლარით, 112 მლნ-მდე არის გაზრდილი რუსული გაზის იმპორტიც.

საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:

1) ღვინოები - $161 მილიონი, ზრდა 23%;
2) ფეროშენადნობები - $109 მილიონი, კლება 37%;
3) მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - 76 მილიონი, ზრდა 338%;
4) სპირტიანი სასმელები - $57 მილიონი, ზრდა 38%;
5) მინერალური და მტკნარი წყლები - $51 მილიონი, კლება 16%.

საქართველოს ტოპ 5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:

1) ნავთობპროდუქტები - $623 მლნ, ზრდა 361%;
2) ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) - $112 მილიონი, მატება 24%;
3) ხორბლის ფქვილი - $67 მლნ, მატება 478%;
4) ხორბალი - $62 მილიონი, კლება 29%;
5) კოქსი და ნახევარკოქსი (ქვანახშირი) - $59 მილიონი, ზრდა 152%.