მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს ხვალიდან 52.3%-ით ზრდის

634e8fe6c5c91
ვიქტორია მღებრიშვილი
18.10.22 15:46
1299
რუსეთი, 19 ოქტომბრიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადს აძვირებს. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერენ.

ამგვარად, 1 ტონა ხორბლის ექსპორტი 2 934.3 რუბლით დაიბეგრება, გასულ კვირას არსებული 1 926.8-რუბლიანი ბაჟის ნაცვლად. შესაბამისად საექსპორტო გადასახადი 52.3%-ით გაიზრდება.

ამასთან, ქერის გადასახადი 19 ოქტომბრიდან 52%-ით 2 479.9 რუბლამდე გაიზრდება, ხოლო სიმინდზე 22.6%-ით 2 410.1 რუბლამდე შემცირდება.

ახალი საბაჟო გადასახადი საქონლის საინდიკაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც ხორბლის შემთხვევაში 308.3 დოლარს (გასულ კვირას 307.7 დოლარი), ქერზე 279.8 დოლარს (გასულ კვირას 280.9 დოლარი) და სიმინდზე 278.2 დოლარს შეადგენს (317.6 დოლარი).

აღსანიშნია, რომ 6 ივლისიდან მარცვლეულის საექსპორტო გადასახადი რუბლებში ითვლება. მარცვლეულზე საბაჟო გადასახადი კი რუსეთმა მიმდინარე 2021 წლის 2 ივნისს ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია. მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოში ჯამში 30.6 მლნ დოლარის ღირებულების 85 349 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 28.6 მლნ დოლარის, 78 076 ტონა ხორბალი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები