“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის მიმართულებით პრაქტიკულად ყველა გადატვირთვა შეჩერებულია", - ამის შესახებ “ეფეს საქართველოს” ("ნატახტარი") კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ომმა რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა, ხოლო ამ პრობლემას ახლა უამინდობაც ემატება.
“ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთის მიმართ თავისი საქმე უკვე გააკეთა და ველოდებით, რომ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. რუსეთში ინფლაციური პროცესები დაიწყო. მეორე პროცესი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით იქ მომხმარებლის ქცევაა. როდესაც კრიზისულ სიტუაციაში არიან მათი პრეფერენცია ორ პროდუქციაზე იცვლება.
მაგალითად, ლიმონათს აღარ ყიდულობდნენ, თუმცა წყალს ყიდულობენ. ანუ მოთხოვნა პირველადი მოხმარების საკვებზეა. რუსი პარტნიორები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და ცვლილებებს ელოდებიან.” - განმარტა ხუნძაკიშვილმა.
ცნობისთვის, 2021 წელს “ნატახტარმა” ქვეყნის ფარგლებს გარეთ მსოფლიოს 25 ქვეყანაში 44 მლნ ლიტრი ლუდი და ლიმონათი გაიტანა. კომპანიის ჯამურ საექსპორტო პორტფელში უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ერთად 25%-ზე მეტს იკავებს. კომპანიას ბაზრები დივერსიფიცირებული აქვს, რაც კრიზისების მართვაში ეხმარება. “ნატახტარის” ლუდი და ლიმონათი ისეთ ქვეყნებში იყიდება, როგორიცაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, სამეზობლო ქვეყნები და ცენტრალური აზია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ