მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის პრემიერის პოსტზე პუტინმა მიხაილ მიშუსტინი წარადგინა

5e1f3e9f0e954
BM.GE
15.01.20 20:30
1544
რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვლადიმერ პუტინმა საგადასახადო ფედერალური სამსახურის უფროსი მიხაილ მიშუსტინი წარადგინა. კრემლის პრესსამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია რუსულ გამოცემა „ინტერფაქსს“ მიაწოდა.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის ფედერაციის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით კაბინეტი უფლებამოსილების შესრულებას წყვეტს.

დღესვე მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური ფედერაციის საბჭოსადმი ყოველწლიური მიმართვა გაიმართა. პუტინი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის შედის დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა.

დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2012 წლის 12 მაისიდან 2020 წლის 15 იანვრამდე იკავებდა.