მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა Nord Stream-ის გაზსადენით გაზის მიწოდება შეაჩერა

630f0504ef956
მარიამ ვარადაშვილი
31.08.22 11:00
720
დღეიდან სარემონტო სამუშაოების მოტივით Gazprom Nord Stream-ის გასადენით გაზის მიწოდებას აჩერებს. რუსეთის სახელმწიფო კომპანიის განცხადებით, გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება.

ივნისის შუა რიცხვებიდან, „გაზპრომმა“ ევროპის მომარაგება 40%-მდე შეამცირა და მიზეზად ის დაასახელა, რომ სანქციების გამო, კანადამ არ დააბრუნა Siemens-ის ტურბინები, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. ეს ტურბინები კანადიდან ივლისის შუა რიცხვებში გერმანიაში ჩაიტანეს, საიდანაც რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია.

მანამდე Gazprom-მა გაზსადენით ევროპისთვის გაზის მიწოდება 20%-მდე შეამცირა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ევროპისთვის გაზის მიწოდება Nord Stream-ის გარდა სხვა გასადენითაც შეამცირა. Nord Stream 1 ყველაზე მსხვილი გასადენია, რომელითაც გერმანია რუსულ გაზს იღებს. შესაბამისად, მისი გაჩერება ნიშნავს, რომ გერმანია 3 სექტემბრამდე Gazprom-გან გაზს ვეღარ მიიღებს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში გამავალ გაზსადენს არანაირი ტექნიკური პრობლემა არ გააჩნია და მას ოპერირება სრული დატვირთვით შეუძლია. ევროპაში რუსული გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი გერმანია 2024 წლისთვის რუსული გაზის იმპორტის ჩანაცვლებას გეგმავს.