საერთაშორისო ღვინისა და ვაჭრობის გამოცემის, Meininger Wine Business International-ის რედაქტორი, რობერტ ჯოზეფი ამბობს, რომ ქართულ ღვინოს აშშ-ში დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამისთვის ცნობადობა უნდა გაიზარდოს. როგორც მან BMG-ის უთხრა, აშშ-ში მაღაზიის თაროზე დადებული ქართული ღვინო რომ გაიყიდოს, შესაბამისი ღონისძიებებია ჩასატარებელი. “უნდა ინახოს გზა როგორ შეირჩეს გაყიდვის სწორი ადგილი და გზა”, - ამბობს ის.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, რაც იყიდება რუსეთში, შესაძლოა ზუსტად იგივე პროდუქცია ამერიკის ბაზარზე არ გაიყიდოს.
“პოპულარიზება ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ქართული ღვინის შესახებ და რა ტიპის ქართული ღვინო შეიძლება მათ მოეწონოთ. ღვინის ეკონომისტები კარგები რაშიც უნდა იყვნენ არის ის, რომ კვლევის შედეგად მოიძიონ და გაიგონ თითოეულ ბაზარზე მომხმარებელს რა მოსწონს ქართულ ღვინოში. ბაზრის გაგებაა მნიშვნელოვანი, რაც რუსეთში ან კავკასიაში იყიდება, შეიძლება ზუსტად იგივე აშშ-ში არ გაიყიდოს. აშშ-ის სხვადასხვა ნაწილშიც კი ხალხს სხვადასხვა ქართული ღვინო შეიძლება სურდეს. ეს არის მარკეტინგის სირთულე.
რუსეთისა და ამერიკის ბაზრებს შორის განსხვავება უზარმაზარია. რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო უკვე იციან და მას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იქ ბევრი ქართული რესტორანია და რთული არ არის რუსეთში ქართული ღვინის გაყიდვა. აშშ-ში კი ქართული ღვინო უცხოა, ახალი გამოცდილებაა”, - აცხადებს რობერტ ჯოზეფი.
"2022 წელს ღვინის ექსპორტი 33%-ით შემცირდება" - TBC Capital