გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოს ღვინის სექტორის წარმომადგენლებისთვის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზე მათი პროდუქტის ექსპორტის შესაძლებლობების შესახებ, სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ღონისძიება ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
"ტრენინგის მიზანს საქართველოს ღვინის სექტორისთვის ბაზრის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების მხარდაჭერა წარმოადგენდა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, გერმანიაში, დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში", - ნათქვამია FAO-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამდღიანი ინტერაქციული ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბაზრის სტრუქტურის სიღრმისეული მიმოხილვა, ფასწარმოება და პროდუქტის განთავსება, ბრენდინგი და ბიზნესის სამიზნე რეგიონებში განვითარების სტრატეგიები. ღონისძიებას, ღვინის სექტორის 130-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა, რომელიც უმნიშვნელოვანესია მათთვის საინტერესო ღვინის ბაზრებზე ექსპორტის მეშვეობით ბიზნესის განვითარებისთვის.
"FAO, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, განაგრძობს ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მხარდაჭერას. როგორც სხვლის მეთოდების ტრენინგებით, ასევე ევროპული ყურძნის ჭიის გამრავლების შემაფერხებელი პროგრამითა თუ ექსტენციის სერვისებით, FAO ასობით ადგილობრივ ფერმერსა და მწარმოებელს ეხმარება. ღვინის ექსპორტის ტრენინგზე შეძენილი ცოდნა და უნარები, ხელს შეუწყობს საქართველოს ღვინის სექტორი წარმომადგენლების შემოსავლების ზრდას, წარმოებული პროდუქტის ისეთ ბაზრებზე ექსპორტის გზით, სადაც მაღალი ხარისხის ღვინო მოთხოვნადია", - ნათქვამია FAO-ს განცხადებაში.
„ევროკავშირის და შვედეთის მხარდაჭერით, FAO-მ შეძლო სარგებლიანი თანამშრომლობა საქართველოს ღვინის წარმოებაში ჩართულ იმ პროფესიონალებთან, რომლებიც ქვეყნის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას უვლიან. ღვინის ექსპორტის ტრენინგის მეშვეობით კი ღვინის სექტორის წარმომადგენლები უკეთესად არიან ინფორმირებულები იმ ბაზრებზე, სადაც მომხმარებლები ძვირადღირებულ და უნიკალურ ღვინოებს ყიდულობენ. ENPARD IV-ის ფარგლებში, FAO განაგრძობს ღვინის წარმოების გაუმჯობესებისა და მისი ექსპორტის პოტენციალის განვითარების მხარდაჭერას საქართველოში“, - ამბობს FAO-ს პროგრამის მენეჯერი გუიდო აგოსტინუჩი.
„საგანმანათლებლო სესიებისას გაზიარებული ცოდნა მართლაც უმნიშვნელოვანესია სწორი პოზიციონირების, რელევანტურობის და, შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებზე წარმატების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირთან და შვედეთთან პარტნიორობით, ENPARD პროგრამის ფარგლებში, FAO მევენახეობასა და ღვინის წარმოებას წარმატებით უწყობს ხელს. ევროპულ და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზე ღვინის ექსპორტისთვის რელევანტური მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის გაზიარება კი ასეთივე მნიშვნელოვანია კომერციული სტრატეგიის განვითარებისთვის და სექტორის მდგრადი ზრდისთვის”, - ამბობს დენის რეისი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერი.