მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრენინგები დასაქმების პერსპექტივით: PACE და ფოთის სასწავლო ცენტრი უფასო კურსებზე მიღებას აცხადებს

627cc21d24aa0
BM.GE
12.05.22 11:53
2063
PACE ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ტრანსფორდი“, რომელიც „ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ ოპერირებს, აცხადებს მიღებას მოკლევადიან სატრენინგო პროგრამებზე: სატვირთო ოპერაციების შემსრულებელი დოკერი და ჰიდრავლიკური თვითმავალი სახსრულ-ისრიანი ამწეს მძღოლ-ოპერატორი.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, სასწავლო კურსი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან და ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრთან ერთად შემუშავდა და როგორც „ტრანსფორდში“ აცხადებენ, მისი დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს დასაქმების რეალური პერსპექტივა უჩნდებათ.

კურსის ხანგრძლივობა 6 კვირაა, მათ შორის 3 კვირა თეორიულ ნაწილს მოიცავს ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, 3 კვირა - კი პრაქტიკას შპს „ტრანსფორდში“.

აღსანიშნია, რომ სასწავლო კურსის ღირებულება 300 ლარია, თუმცა პირველ ნაკადს შპს „ტრანსფორდი“ დააფინანსებს.
მსმენელების მიღება 16 მაისს დასრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 577 07 65 67 ან მიმართონ ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრს.

საპილოტე პროგრამები შემუშავებულია USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

„ამ პროექტის თანადაფინანსება და განხორციელება ჩვენი კომპანიისთვის ერთგვარად სოციალური პასუხისმგებლობაც არის და საკუთარი საკადრო საჭიროების დაკმაყოფილების საშუალებაც. ჩვენი სურვილია, შევქმნათ კადრების მომზადება-გადამზადების კუთხით თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება შრომის ბაზარზე, მოვიზიდოთ სხვა კომპანიებიც, პარტნიორები და რეალური დასაქმების პერსპექტივით დავეხმაროთ ადამიანებს საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში. ეს აუცილებელია დარგის განვითარებისა და იმ საკადრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რასაც პორტისა და ტერმინალის ექსპლუატაციის სფერო განიცდის. ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის დახმარებით გახდა შესაძლებელი და გვჯერა, შედეგად, სარგებელს ბევრი ქართველი და ქართული კომპანია მიიღებს. აღსანიშნია, რომ სატრენინგო პროგრამაში მონაწილეობას შპს „ტრანსფორდის“ ის თანამშრომლებიც მიიღებენ, რომლებიც პროფესიული განვითარებითა და შემოსავლის ზრდით არიან დაინტერესებულები“, - აცხადებს „ტრანსფორდის“ დირექტორი ვასილ მაზიაშვილი.



კომპანია „ტრანსფორდი" „Pace ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც 2010 წელს, შპს „Pace International"-ის (ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია) და შპს "Pace Georgia"-ს მიერ ტვირთის გადაზიდვის ოპერაციებისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურში (ფოთის პორტი) დაარსდა. შპს "ტრანსფორდი’’ ასევე ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში ოპერირებს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით დასრულდა. შპს „ტრანსფორდი“ როგორც ნაყარი ასევე სხვადასხვა ტვირთების მომსახურებას ახორციელებს. კომპანიას ორი შვილობილი კომპანია შპს ბ&პ (80% წილი) და შპს მეტალექს ტრანსი (52.5% წილი) გააჩნია. „Pace ჯგუფში“ 1 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და საშუალო წლიური ტვირთბრუნვა 3.5 მლნ ტონას აჭარბებს.
(R)