06.აგვისტო .2020 11:40

რუსთავის აზოტი ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

views 433
უკან

რუსთავის აზოტი ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ.

"გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, აფეთქების მიზეზი იყო 2013 წელს საქართველოდან, კერძოდ, რუსთავიდან ექსპორტირებული ამონიუმის ნიტრატი. გამომდინარე იქიდან, რომ სს “რუსთავის აზოტი” ქარხნის ოპერირებას აწარმოებს ბოლო 3 წელია, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, ქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად იყო თუ არა 2013 წელს საქართვლოში, კერძოდ, რუსთავში ნაწარმოები.

სს “რუსთავის აზოტი”, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორს ქვეყანაში, აწარმოებს მსოფლიოში მოხმარებული ამონიუმის ნიტრატის 1 %-მდე, რომელიც ლოკალური ნებართვით და საერთაშორისო სტადრატის დაცვით მზადდება, ინახება და გადის ექსპორტზე.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბეირუთში ეს ნიტრატი 2013 წლიდან ინახებოდა, რაც მისი უსაფრთხოდ შენახვის ნორმების უხეში დარღვევაა, მითუმეტეს, რომ ამონიუმის ნიტრატი 6 თვის გასვლის შემდეგ კარგავს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო თვისებებს “- წერია განცხადებაში.



ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც გაავრცელა, სადაც სააგენტო აცხადებს, რომ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება საფუძველს მოკლებულია. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა