მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეს ესტონეთიც უხურავს

621a1e5776f7b
მარიამ ვარადაშვილი
26.02.22 16:35
796

ესტონეთი რუსეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ევროპას რუსეთის ინტერვენციაზე ერთიანი და მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეს.
 

ამას გარდა, ესტონეთის პრემიერმა კაჯა კალასმა განაცხადა, რომ რუსეთი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ იზოლაციაში უნდა მოექცეს.

“დემოკრატიული ქვეყნების ცაზე რუსული თვითმფრინავების ადგილი არ არის”, - წერს კალასი Facebook-ზე. 

რუსეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურეს ჩეხეთმა და პოლონეთმა. ევროპაში რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე პირველმა დიდმა ბრიტანეთმა დახურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები