მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair მომდევნო წლებში ბილეთებზე ფასის ზრდას პროგნოზირებს

62f4d8973de1e
მარიამ ვარადაშვილი
11.08.22 14:05
652

ბიუჯეტური ავიაკომპანიის Ryanair ხელძღვანელი აცხადებს, რომ მათი კომპანიის საფირმო 10 ევროიანი ბილეთები კიდევ ბევრი წლის განმავლობაში არ იქნება ხელმისაწვდომი. ამის მიზეზად მაიკლ ოლერი საავიაციო საწვავზე გაზრდილ ფასებს ასახელებს.

BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში Ryanair ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიას ბილეთების ფასის ზრდა საშულოდ დაახლოებით 10 ევროთი მოუწევს. საწვავზე ფასის ზრდის მიუხედავად, რომელიც გავლენას ახდენს ავიაკომპანიების ბილეთების ფასზე, მაიკ ოლერი დარწმუნებულია, რომ მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილური იქნება.

ამას გარდა, Ryanair-ს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს მომხმარებელი გაეზრდებათ როგორებიცაა Ryanair და EasyJet. “ვფიქრობთ ხალხი ხშირად ფრენას გააგრძელებს, თუმცა ისინი ფასის მიმართ უფრო სენსიტიურები გახდებიან”, - აცხადებს მაიკლ ოლერი.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის [IATA] მონაცემებით, ევროპის რეგიონში საავიაციო საწვავის ფასი ბარელზე 132 დოლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, ხოლო წლიური ზრდა 60%-ს აჭარბებს.