მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბა კიკნაძე: “ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ უმოქმედოდ და უნიციატივოდ არაფერი გამოვა”

5f0e042c1d674
მარიამ ადამია
14.07.20 23:13
1151
“ნებისმიერ აქციას აქვს თავის მნიშვნელობა და თავის მასტიმულირებელი როლი”- ამის შესახებ Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა, საბა კიკნაძემ გადაცემა “საქმიან დილაში”, ტურისტულ სექტორში ჩართული ადამიანების მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ის ბოლომდე არ ეთანხმება აქციაზე წამოყენებულ მოთხოვნებს, რადგან ეს არ იქნება უსაფრთხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუმცა მეორე მხრივ, მოუწოდებს სახელისუფლებო უწყებებს, რომ უმოქმედობა სერიოზულ დანაკარგებს გამოიწვევს ქვეყანაში.

“აქციის მონაწილე არ ვარ და არამგონია დიდი კომპანიიები იყვნენ აქციის მონაწილეები, იმიტომ რომ მოთხოვნა ერთის მხრივ იმისა, რომ გვინდა და უნდა აღდგეს ავიამიმოსვლა, არ შეიძლება. მეც დავზარალდი და გაჩერებული გვაქვს ბიზნესი, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს უმოქმედოდ და უინიციატივოდ ამაზე არ ფიქრით ყოველ წამს, იმაზე მეტად დაგვაზარალებს, ვიდრე მოსალოდნელია.

ჩემი აზრით, მეტი აქტივობაა საჭირო. ერთი მხრივ საფრთხილოა, მაგრამ მეორე მხრივ რა საკვირველია ჩვენი საქმე ისაა, მთავრობას მოვთხოვოთ იყოს ეფექტური, ჰქონდეს გააზრებული და არ ელოდებოდეს ყოველთვის დალაგებულ ჩამოყალიბებულ მდგომარეობას, თუ როდის დალაგდება თავისით", – განაცხადა კიკნაძემ.

კიკნაძის განცხადებით, მთავრობა ყოველ წამს უნდა ფიქრობდეს იმაზე, როგორ უზრუნველყოს საზღვარზე კონტროლი, პირველადი ფილტრაცია.

“ჩემი აზრით, ეს პრობლემა ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი და ამას მხოლოდ ტურიზმის სამინისტრო ვერ მოაგვარებს, ეს უნდა გადაწყვიტოს მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრმა. ჩემი აზრით, უნდა იყოს ეფექტური კონტროლი საზღვარზე. საზღვრების გახსნა გვინდა, მაგრამ უსაფრთხოებისთვის არაფერს ვაკეთებთ. აეროპორტს ყოველ შემთხვევაში არაფერი ეტყობა. აქ უნდა იყოს სანიტარული წერტილები, სერიოზული იზოლაციის ადგილი, იქვე შემოწმების საშუალებით, ტურისტმა უნდა იცოდეს, რომ მაგალითად სამ საათში ჩაფრენის შემდეგ ამ ქვეყანაში მიიღებენ” - აღნიშნა Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა, საბა კიკნაძემ.