მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის გამო ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

5dcd0f10cf253
BM.GE
14.11.19 12:19
1075
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა ოქროს ზოდი და დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საბაჟო ღირებულებით 68 742 ლარი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო - გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით, მალულად იქნა შემოტანილი 73 200 ლარის საბაჟო ღირებულების ტექსტილის ნაწარმი.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, ისჯება თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით", – ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.