"სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკრაინის რესპუბლიკის სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილი შეაჩერეს, რომელსაც 230 000 ლარის ღირებულების არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების მკაცრი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებული არიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, "სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რისკის ანალიზის ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უკრაინის რესპუბლიკის სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილი შეაჩერეს. მისი დეტალური დათვალიერების შედეგად, ძარის კონსტრუქციაში მოწყობილ სპეცილურ სამალავში აღმოჩენილი იქნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაახლოებით, 230 ათასი ლარის ღირებულების, აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული არადეკლარირებული სიგარეტი“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი