მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში 62 644 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

642ff5b398e03
BM.GE
07.04.23 14:52
643
საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 596,61 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 62 644,04 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ თურქეთის მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 14 408.46 ლარის ოდენობით შეეფარდა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები