მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საჭიროა მევენახეების დახმარება, რათა მათ მოტივაცია არ დაკარგონ” - მეღვინე სუბსიდირებაზე

631c9115327d9
ნინი ლონგურაშვილი
10.09.22 21:00
663
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 1000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 16 მლნ ლარს აღწევს. არსებული გამოწვევების ფონზე მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. 

“თელავის ღვინის მარნის” დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი BMG-სთან სახელმწიფოს მხრიდან მევენახეების მხარდაჭერას აფასებს და ამბობს, რომ სექტორი ჯერ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე შეძლოს დამოუკიდებლად მთლიანი მეურნეობის მართვა.

“ყველა სახელმწიფოში ხდება იმ დარგის გარკვეულწილად სუბსიდირება, რომელიც განსაზღვრულია როგორც პრიორიტეტი და ქვეყნისათვის გადამწყვეტი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მეღვინეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, ვფიქრობ, მისი ხელშეწყობა საჭიროა და სახელმწიფომ ეს ყოველთვის უნდა გააკეთოს რაღაც ფორმით. ამ პირობებში, როდესაც ასეთი რთული გეოპოლიტიკური სიტუაციაა, საჭიროა მევენახეების დახმარება და თანადგომა, რათა მათ არ დაკარგონ მოტივაცია და სურვილი კვლავ აწარმოონ პროდუქტი. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ სწორია. ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ შეგვეძლოს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მთლიან მეურნეობას დამოუკიდებლად გავუძღვეთ. ვფიქრობ, ეს ერთადერთი გამოსავალია ამ მომენტისთვის, რათა პრობლემა არ შეიქმნას და მევენახე კმაყოფილი იყოს, დაფასდეს მისი შრომა და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება", - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.

ცნობისთვის, 2022 წლის რთველის სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტს ჯამში 150 მლნ ლარი დაუჯდება.