მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხოვრებელი ფართები თბილისში მცხოვრებ კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება - მერია

610a40e026e44
ინგა მურუსიძე
04.08.21 11:23
376
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 40 ოჯახს გადაეცემა, - ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

მისი თქმით, ბინები ამჯერად, ნაძალადევის რაიონში - 20 ოჯახს, გლდანში - ათ ოჯახს, სამგორში - სამ ოჯახს, დიდუბეში - სამ ოჯახს, კრწანისის რაიონში - ორ ოჯახს, ხოლო ვაკის რაიონში მცხოვრებ ორ ოჯახს დაუკანონდება.

„ძალიან კარგი სოციალური პროგრამა ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წლიდან დავიწყეთ, რომელიც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს არის იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, სადაც მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უკვე 2 000-მდე ოჯახი გავახარეთ. დღეს მაქვს შესაძლებლობა, კიდევ 40 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცეთ საცხოვრებელი ფართები. მათგან 20 ოჯახი ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს, ათი ოჯახი - გლდანის რაიონში, სამი ოჯახი - სამგორის რაიონში, სამი ოჯახი - დიდუბის რაიონში, ორი ოჯახი კრწანისის რაიონში, ხოლო ორი ოჯახი - ვაკის რაიონში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და ანალოგიური პრობლემების მქონე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ სთხოვა, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, რაიონულ გამგეობებს მიმართონ.

„მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. ჩვენ ყველანი ვიზიარებთ მათ სიხარულს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ადამიანებს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აქვთ - აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობებს, სადაც ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საბუთების შეგროვებაა საჭირო იმისთვის, რომ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოხდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.