მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად გადის საქართველოდან მსხვილფეხა/წვრილფეხა პირუტყვი - უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიები

6203815958f5c
მარიამ ვარადაშვილი
09.02.22 23:00
1668
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 81 270 მსხვილფეხა და 254 675 წვრილფეხა პირუტყვი. მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტში აზერბაიჯანი ლიდერობს, სადაც გასულ წელს თითქმის 39 ათასი სული პირუტყვი გაიყიდა. შემდეგ მოდის ერაყი 34 ათასი გაყიდული პირუტყვით; მესამე ადგილზეა ეგვიპტე, სადაც 2021 წელს 7 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვი გაიყიდა.

ჯამში გასულ წელს საქართველომ მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტისგან 33 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება წვრილფეხა პირუტყვებს, [ცოცხალი ღორები, ცხვრები და თხები] გასულ წელს ჯამში ექსპორტირებულია 254 675 სული პირუტყვი, საიდანაც საქართველომ 26 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში საექსპორტო ქვეყნები სამეული შემდეგია: საუდის არაბეთ - 161 695 პირუტყვი; აზერბაიჯანი - 65 802 პირუტყვი ; ქუვეითი - 11 ათასი პირუტყვი.

BMG-მ საქსტატიდან ასევე გამოითხოვა ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების ჩამონათვალიც. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში ეს კომპანიებია:

შპს კავკასია-2
შპს ალტურას
შპს აგროქიზიყი
შპს ვა-თო
შპს აიპერი
შპს ალალი-2021
შპს ჰალალ ყასაბი
შპს ხან777
შპს უნივერსალექსპორტ
შპს უნივერსალ ბიზნეს კომპანია

აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული. რაც შეეხება ცოცხალ წვრილფეხა პირუტყვს, ექსპორტიორი კომპანიების ათეული ასე გამოიყურება:

შპს სიმექს ლაივ სთოქ
შპს აგროქიზიყი
შპს ვა-თო
შპს აიპერი
შპს ექსპორტ ლივესთოსკი
შპს ჰალალ ყასაბი
შპს რატი
შპს უნივერსალექსპორტ
შპს კავკას-ყოჩი
შპს საიბორტ ჰოლდინგ

ამ შემთხვევაშიც კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული. 2021 წელს საქართველომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი, გაცივებული ან გაყინული ხორცის ექსპორტისგან 18 მლნ აშშ დოლარზე მეტი მიიღო. ჯამში ხორცის ექსპორტის მოცულობა 5.8 ათას ტონას შეადგენს. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს აზერბაიჯანი - 2 ათასი ტონა; სომხეთი - 3.3 ტონა; არაბთა გაერთიანებული და სხვა.

რაც შეეხება ხორცის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ კომპანიებს ესენია:

შპს ლაშარელა
შპს კასკო 2015
შპს ალ.საფარ
შპს კასაგრუპ
შპს რკონი აგრო
შპს უნივერსალ თრეიდინგ
შპს ალფა ტრეიდი
შპს აგროქიზიყი
შპს ათენკ
შპს მარკ 2017

კომპანიები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები