მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ღირს ბენზინი ყველაზე ძვირი/იაფი? - ქვეყნების რეიტინგი

6405cd56e7016
გიორგი თოლორდავა
06.03.23 15:52
750

მსოფლიოს მასშტაბით ბენზინის ტიპის საწვავის ფასები მკვეთრად განსხვავებულია. ზოგადად, ყველაზე დაბალი ფასები ნავთობით მდიდარ, ეკონომიკურად განუვითარებელ სახელმწიფოებშია; ენერგორესურსები ყველაზე ძვირად კი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში ფასობს, სადაც მოხმარება თითქმის სრულადაა დამოკიდებული საწვავის იმპორტზე.

ამჟამინდელი მდგომარეობით, მსოფლიოში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 1.30 დოლარს შეადგენს, რაც 3.37 ლარის ტოლფასია. ბენზინის შეძენა ყველაზე იაფად ვენესუელაშია შესაძლებელი, სადაც მისი ღირებულება 0.016 დოლარს შეადგენს ანუ 4 თეთრს.

ყველაზე ძვირი ბენზინი ჰონკონგში ღირს, სადაც მისი საშუალო ფასი 2.94 დოლარს აღწევს, რაც 7.6 ლარის ტოლფასია.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში პრემიუმის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 1.04 დოლარს შეადგენს, რაც 2.72 ლარის ეკვივალენტია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბენზინის ფასი გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 65 თეთრით ნაკლებია.

გასათვალისწინებელია, რომ რეგიონის ქვეყნებში ბენზინი ყველაზე ძვირი ამჟამად თურქეთშია (2.82 ლარი), ხოლო ლიტრი საწვავის შეძენა ყველაზე იაფად აზერბაიჯანშია შესაძლებელი, სადაც ბენზინის ფასი 1.53 ლარს შეადგენს. 

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია:

1. ვენესუელა - $0.016 | ₾0.042
2. ლიბია - $0.031 | ₾0.081 
3. ირანი - $0.053 | ₾0.138 
4. ანგოლა - $0.318 | ₾0.829 
5. ალჟირი - $0.337 | ₾0.878 
6. ქუვეითი - $0.342 | ₾0.891 
7. ეგვიპტე - $0.351 | ₾0.915 
8. თურქმენეთი - $0.428 | ₾1.116 
9. მალაიზია - $0.457 | ₾1.191 
10. ყაზახეთი - $0.481 | ₾1.254 


სახელმწიფოების სია, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირია:

1. ჰონკონგი - $2.942 | ₾7.668 
2. სირია - $2.345 | ₾6.112 
3. ისლანდია - $2.242 |₾ 5.844 
4. ნორვეგია - $2.167 | ₾5.648 
5. მონაკო - $2.164 | ₾5.640 
6. ცენტრ. აფრიკა - $2.103 | ₾5.481 
7. დანია - $2.098 | ₾5.468 
8. ფინეთი - $2.049 | ₾5.341 
9. ბელიზი - $2.024 | ₾5.275 
10. ბარბადოსი - $2.022 | ₾5.270 


ბენზინის ფასები რეგიონის ქვეყნებში:

1. აზერბაიჯანი - $0.588 | ₾1.533 
2. რუსეთი - $0.687 | ₾1.791 
3. საქართველო - $1.045 | ₾2.724 
4. სომხეთი - $1.061 | ₾2.765 
5. თურქეთი - $1.084 | ₾2.825