მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად იგეგმება საქართველოს საკონსულოების გახსნა 2020 წელს

5d91bdfe3cb0d
ლიკა გურაბანიძე
30.09.19 12:43
1574
2020 წლისთვის გენერალური საკონსულოების გახსნა იტალიაში, პარიზში, აფრიკის კონტინენტზე და მიუნხენში იგეგმება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმდინარე მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განხილვისას განაცხადა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაკადი არის ამ მიმართულებით, მზარდი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების ამ რეგიონებში იწვევს იმას, რომ აუცილებელია ჩვენი შესაბამისი მომსახურების გაწევა. აქედან გამომდინარე, გენერალური საკონსულო იქნება პრიორიტეტული. ასევე აფრიკის კონტინენტზე ჩვენ არ გვაქვს, მხოლოდ ერთი საელჩოა და არის განზრახვა, რომ ამ მიმართულებითაც გადაფარვის გაზრდა არაღიარების კუთხითაც იყოს", - განმარტა ზალკალიანმა.