მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად იქნება შესაძლებელი მეორადი საბურავებისა და ჯართის რეალიზაცია?

5e6107fa99d3c
ინგა მურუსიძე
05.03.20 18:10
1219
2021 წლის 1 იანვრიდან თბილისში მეორადი საბურავების, ფერადი და შავი ლითონების და ჯართის განთავსება-რეალიზაციის წესები იცვლება.

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომლის თანახმად, ცვლილებები 2021 წლიდან შედის ძალაში.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დაუშვებელია შემდეგ ფუნქციურ ზონებში:

ა) საცხოვრებელი ზონები;
ბ) სპეციალური ზონა 2;
გ) სპეციალური ზონა 3;
დ) სატრანსპორტო ზონა 1;
ე) სარეკრეაციო ზონები;
ვ) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;
ზ) სასოფლო-სამეურნეო ზონა;
თ) სანიტარიული ზონა;
ი) სატყეო ზონა, ასევე
გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზოგადი ზონებში: გ.ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში; გ.ბ) ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში; გ.გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში;
დ.ა) წყლის ობიექტების სანიტარიული არეალ(ებ)ში; დ.ბ) სასაფლაოების სანიტარიულ არეალ(ებ)ში; დ.გ) ნაგავსაყრელის სანიტარიულ არეალ(ებ)ში;
ე) საინჟინრო-ტექნიკური შეზღუდვებში.

აღსანიშნავია, რომ ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შენობა – ნაგებობაში, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს ამტვერებადი მასალის ნიადაგში მოხვედრას.

დადგენილების თანახმად, განთავსების ან/და რეალიზაციისთვის განკუთვნილი შენობა ნაგებობის იზოლაცია უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს ამტვერებადი მასალისგან წარმოქმნილი მტვერის ატმოსფერულ ჰაერში მოხვედრა. ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და სარეალიზაციო ადგილზე განთავსება ან/და დატვირთვა უნდა მოხდეს შენობა – ნაგებობის დახურულ სივრცეში ისე, რომ გამორიცხული იყოს განთავსების ან/და დატვირთვის დროს ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მტვერის ნიადაგში მოხვედრა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევა.

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია:

ა) იმ შენობაში ან ნაგებობაში რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას;

ბ) იმ ტერიტორიაზე, რომელიც შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას;