მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

5ee1044872e9c
თამთა ჯიჯავაძე
10.06.20 20:00
3870
სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ს კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ანრი კილაძემ მიაწოდა.

როგორც ის ამბობს, თანამშრომელი, რომელიც დაინფიცირებულია, ბოლოს ოფისში იმყოფებოდა 27 მაისს, რა დროსაც მას თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და დაუფიქსირდა სიცხე.

„იმ პერიოდში დისტანციურად ვმუშაობდით. ოფისში იმყოფებოდა სულ ხუთი თანამშრომელი. ვინაიდან თერმოსკრინინგის დროს ამ ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, არ შემოვუშვით ოფისში. დღეს გავიგეთ, რომ ამ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. შესაბამისად მივიღეთ ზომები და იმ ხუთ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ მათ დაინფიცირებულთან არ ჰქონიათ პირდაპირი შეხება, მაინც ჩავუტარეთ სწრაფი ტესტები. ყველას დაუდასტურდა უარყოფითი შედეგი. ასევე ოფისში ჩავატარეთ დეზინფექცია. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“, – აღნიშნა ანრი კილაძემ.

კითხვაზე, თუ საიდან შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო „უნისონის“ თანამშრომელი, ანრი კილაძე ამბობს, რომ ეს უცნობია მათთვის. მან ასევე გამორიცხა, რომ ის რომელიმე სხვა თანამშრომლისგან გადადებოდა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 827 შემთხვევაა დადასტურებული.