სადისტრიბუციო კომპანია „ტრიტონს“, რომელიც საქართველოს ბაზარზე არასასურსათო პროდუქტების იმპორტს და რეალიზაციას ახორციელებს, მარტში გაყიდვები 50%-ით შეუმცირდა, ხოლო აპრილში - ნულოვანი იქნება. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა ანტონ სენჩენკომ განუცხადა.
მისი შეფასებით, მიტანის სერვისზე შეზღუდვების ამოქმედებამ კომპანიების 90% სერიოზული პრობელმების წინაშე დააყენა და ისინი ახლა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან შემოწმებას ელოდებიან.
„ჩვენც იგივე პრობლემები გვაქვს, რაც კომპანიების 90%-ს აქვს. მას შემდეგ, რაც სრულად შეიზღუდა, მათ შორის არასასურსათო პროდუქციის გაყიდვები, 3 კვირაზე მეტია, გაჩერებულები ვართ. კარანტინის ამოქმედების შემდეგ ვახორციელებდით პროდუქციის დისტრიბუციას, მაგრამ ახალი შეზღუდვების შემდეგ სრულად გავჩერდით. 2 აპრილს შევიტანეთ განაცხადი, რომ შეგვამოწმონ, თუმცა, ჯერჯერობით, პასუხი არ არის. ვრეკავთ 144-ზე და იქიდან ეკონომიკის სამინისტროში გვამისამართებენ, უწყებაში კი ყურმილს არავინ იღებს, რომ პასუხი გაგვცეს“, - ამბობს ანტონ სენჩენკო.
„ტრიტონის“ დირექტორის თქმით, მათ თანამშრომლებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ, თუმცა ის მთავრობას მიტანის სერვისსა და დისტრიბუციაზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს.
„კომპანიაში 9 ადამიანი მუშაობს და ჩვენ მათ სამუშაო ადგილებს ვუნარჩუნებთ, ამ უძრაობის პერიოდში. მე ვურჩევდი მთავრობას, რომ დაუშვან ონლაინ გაყიდვების ამოქმედება და ასევე დაუშვან არასასურსათო პროდუქციის გაყიდვები, ვინაიდან ადამიანებს, რომლებიც იზოლაციაში არიან, შეიძლება რემონტის გაკეთება მოუნდეთ, ასევე, მიწის დამუშავება და მათ საჭირო ხელსაწყოების და პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. მარტში გაყიდვები 50%-ით შემცირდა, აპრილში კი, ნულოვანი გაყიდვები გვექნება“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
ანტონ სენჩენკოს თქმით, მათი პროდუქცია ევროპიდან შემოდის და ისინი მსხვილ ქსელებს ამარაგებენ, როგორიც არის "გორგია", "ბრიკორამა", "დომინო", "ნიკორა" და "გუდვილი".
„მიუხედავად იმისა, რომ „ნიკორა“ და „გუდვილი“ მუშაობს შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ ვაწვდით მათ პროდუქტებს. ჩვენ პროდუქტი შემოგვაქვს ფინეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ლიტვიდან. ამ დროისთვის თებერვალში გაკეთებული შეკვეთების შესაბამისად ტვირთი ჩამოსულია, ამის შემდეგ ჩვენ აღარ გაგვიკეთებია შეკვეთა, იმიტომ რომ ჯერ მარაგები გვაქვს და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეკვეთის გაკეთების საჭიროება არ გვქონია“, - აღნიშნავს სადისტრიბუციო კომპანია „ტრიტონის“ დირექტორი ანტონ სენჩენკო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის