მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადისტრიბუციო კომპანიებს, თვიურად, ჯარიმებში 10 000 ლარამდე თანხის გადახდა უწევთ - ივა ჭყონია

6452cfa68b6f7
ალა ისპირიანი
04.05.23 01:15
1310
BMGTV-ის გადაცმა „წერტილში“ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ სადისტრიბუციო ბიზნესის გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა საპარკინგე ადგილების ნაკლებობაა, რაც ყოველთვიურად კომპანიებს ჯარიმების სახით სოლიდური თანხა უჯდებათ.

„საპარკინგე სისტემა, რომელიც ფაქტობრივად მოუწესრიგებელია, ამაზე თვეებია ვსაუბრობთ და მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადმოიდგა. ნოემბერში პარკირების ჯარიმა კოლოსალურად, 10-დან 50 ლარამდე გაიზარდა და გარდა ჯარიმის მომატებისა, მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან სადისტრიბუციო კომპანიის ავტომანქანები- თითქოს პირდაპირ დავალება აქვთ, რაც შეიძლება მეტი ჯარიმა გამოიწეროს. კომპანია, რომელიც დაახლოებით 500-დამ 1000 ლარის ფარგლებში იხდიდა თვის ჭრილში, დღეს 10 000 ლარამდე თანხის გადახდა უწევს. როდესაც გვთხოვენ ფასები გავაიაფოთ და მეორე ხელით იძულებულს გხდიან ჯარიმებში კოლოსალური თანხა გადაიხადო, არ გამოდის“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

როგორც იგი ამბობს, თბილისის მერიის წარმომადგენელთან შეხვედრა იყო და 130 საპარკინგე ადგილიც მიიღეს, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის.

„ამაზე ბიზნეს ფორუმი ნოემბერში ჩავატარეთ, რომელსაც მერიის წარმომადგენელი ესწრებოდა და მოთხოვნილი 550 საპარკინგე ადგილიდან დაკმაყოფილდა 130, რაც საკმარისი არ არის. 5 000 -მდე სავაჭრო წერტილია და ეს როგორ იქნება საკმარისი. პასუხი იყო, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ადგილებში საპარკინგე ადგილების გამოყოფა არ ხერხდებაო და დამატებით სია მოგვთხოვეს. სია გადავუგზავნეთ, მაგრამ ეს იმდენად გრძელვადიანი პერიოდია და დროში გაწელილია, ეს ჩვენთვის მძიმე ტვირთი იქნება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები