მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟაზე ჩინური კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა

6290d2769ab1c
გიორგი თოლორდავა
27.05.22 18:20
5481
მიმდინარე კვირა ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის განსაკუთრებით პოზიტიურად ვითარდება: მხოლოდ გასულ 24 საათში თითქმის 2.7%-ით გაიზარდა Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება; დაახლოებით, 2%-ით მოიმატა აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსმა (S&P 500); ხოლო Dow Jones-ის ინდექსი 1.6%-ითაა გაზრდილი.

გასულ დღეს უოლ-სტრტის ყურადღების ცენტრში ჩინური კომპანიები აღმოჩნდნენ. მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგების გასაჯაროების გამო, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის - Alibaba-ს აქციების ღირებულება 12.2%-ით გაიზარდა. პირველ კვარტალში კომპანიამ 33.2 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 9%-ით აღემატება გასული კვარტლის მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მასშტაბით კოვიდ-19-ის რეკორდული ტემპით გავრცელებისა და მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციებისა და ლოკდაუნების ფონზე, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ უმსხვილესი ჩინური კომპანიების შემოსავლიანობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, მათი ფინანსური შედეგები კი გაუარესებოდა, თუმცა Alibaba-მ გამოწვევების დაძლევა და ანალიტიკოსთა მოლოდინების გადაჭარბება შეძლო.

მკვეთრად, 14.2%-ით გაიზარდა ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის, Baidu-ს აქციების ღირებულებაც; ხოლო Pinduoduo-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 9.5%-ითაა გაზრდილი.

საუკეთესო შედეგი გასულ 24 საათში კომპანია Dollar Tree-ს ჰქონდა, მისი აქციების ფასი თითქმის 22%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირ კავშირშია შესანიშნავ კვარტალურ შედეგებთან და პოზიტიურ მოლოდინებთან. საგულისხმოა, რომ მაისი განსაკუთრებით არასახარბიელოდ დასრულდა საცალო სექტორში წარმოდგენილი უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისთვის (Walmart, Costco, Best Buy), რაც პირდაპირ კავშირშია გლობალური მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებასთან და ინფლაციის დონის ზრდასთან.

Nasdaq-ის ინდექსიდან გუშინ გამორჩეული შედეგები ჰქონდათ შემდეგ კომპანიებს: Lululemon (+10.2%); Splunk (+9.5%); Lucid (+8.3%); Tesla (+7.4%); Marriott (+6.7%); AMD (+6.5%).

S&P 500-ის ინდექსში: DXC (+15.9%); Dollar General (+13;7%); NCLH (+12.1); Caesars (+9.9%); ETSY (+9.3%); Aptiv (+8.8%).

რაც შეეხება Dow Jones-ის ინდექსში წარმოდგენილ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს: Boeing (+4.7%); Nike (+4.4%); Home Depot (+3.2%); Intel (+3.0%); American Express (+3.0%); Goldman Sachs (+2.7%); Apple (+2.3%); Visa (+2.3%); Disney (+2.2%).



საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.