მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA-მ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები გამოუშვა

64a2869d1cb57
გიორგი თოლორდავა
03.07.23 12:43
852
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Tesla-მ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილების გამოშვება შეძლო. საერთო ჯამში, გასული სამი თვის წარმოების მაჩვენებელმა 479,700 ერთეული შეადგინა, რაც თითქმის 35 ათასი ერთეულით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით Tesla-ს საწარმოო შესაძლებლობები 83%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ კავშირშია ახალი ქარხნების გახსნასთან. წარმოებული ელექტრომობილების საერთო რაოდენობის უდიდესი ნაწილი Model Y-ზე მოდის, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია. საწარმოო აქტივობის კუთხით მეორე ადგილს Model 3 იკავებს.

კომპანიის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, წარმოების მაჩვენებლის დრამატული ზრდის მიუხედავად, Tesla-ს ელექტრომობილებზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ადეკვატურად ჯერაც ვერ ხერხდება და კლიენტებს ისევ თვეობით უწევთ რიგში ყოფნა.

პოზიტიური კვარტალური შედეგები, ბუნებრივია, ინვესტორებმა დადებითად მიიღეს. ბირჟის ოფიციალურად გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე Tesla-ს აქციების ღირებულება დამატებით 7%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 850 მილიარდ დოლარს მიაღწია.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები