მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA-ს ჩინეთში გაყიდული 1.1 მილიონი ელექტრომობილის შეკეთება დაევალა

646210cfebb9b
გიორგი თოლორდავა
16.05.23 01:00
3057
ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკულ კომპანია Tesla-ს ქვეყნის მასშტაბით გაყიდული 1.1 მილიონი ერთეული ელექტრომობილის დაუყოვნებლივ შეკეთება დაავალა.

საკითხი ეხება 2019-დან 2023 წლამდე პერიოდში წარმოებულ ელექტრომობილებს. კომისიის განმარტებით, ამ პერიოდში წარმოებულ Tesla-ს მოდელებს ერთი პრობლემა აქვთ, კერძოდ, აქსელერატორზე დიდი ხნით და ძლიერად დაჭერის დროს მძღოლი საჭირო გაფრთხილებას არ იღებს, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში ან უყურადღებოდ მართვის შემთხვევაში, ელექტრომობილის სწრაფად აჩქარებას იწვევს, ეს კი ავტოსაგზაო შემთხვევის რისკებს ზრდის.

კომისიის მოთხოვნის საპასუხოდ, Tesla-მ განაცხადა, რომ 29 მაისს ყოველი ელექტრომობილი ახალ სისტემურ განახლებას მიიღებდა, რომელიც ზემოხსენებულ პრობლემას დაუყოვნებლივ მოაგვარებდა.

გასათვალისწინებელია, რომ განახლებას Tesla-ს ელექტრომობილები დისტანციურად მიიღებენ და ამისათვის სადილეროში ან ქარხანაში დაბრუნება არ არის საჭირო. მიუხედავად ამისა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Tesla-ს ელექტრომობილების უკან დაბრუნება და მათი სათითაოდ მომსახურება მოუწევს, რაც 1.1 მილიონი ერთეულის შემთხვევაში კოლოსალურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

ილონ მასკის განცხადებით, New York Times-მა და Bloomberg-მა მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციის გავრცელებით Tesla-ს დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენეს, რაც თავისუფალმა და სანდო მედიამ არ უნდა დაუშვას.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები