მოსკოვის საფონდო ბირჟაზე (MOEX) უმსხვილესი რუსული ენერგოკომპანიის Gazprom-ის აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა. 24 საათში კომპანიის თითოეული აქციის ფასი 310-რუბლიანი ნიშნულიდან 197 რუბლამდე შემცირდა, რაც ვარდნის 36-პროცენტიანი მაჩვენებელია.
ბირჟაზე აქციების შემცირება პირდაპირ კავშირშია კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან – 1998 წლის შემდეგ პირველად, Gazprom-ი აქციონერებს მოგებას არ გაუნაწილებს და დივიდენდს არ გადაუხდის.
Gazprom-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ფამილ სადიგოვის განცხადებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, დივიდენდის გაცემა მიზანშეწონილი არ არის, შესაბამისად, კომპანიის მიერ 2021 წელს მიღებული მოგება აქციონერებს არ გაუნაწილდებათ.
„კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ამჟამად საინვესტიციო პროგრამის განხორციელება და რუსეთის რეგიონის გაზიფიკაციაა“, – დასძინა სადიგოვმა.
აღსანიშნავია, რომ დივიდენდის მიღება ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციების ფლობის მთავარი უპირატესობა და ხიბლია. ასეთ კომპანიებს სწრაფი ზრდის პოტენციალი არ აქვთ, შესაბამისად, მათი აქციების ფასებიც საფონდო ბირჟებზე მკვეთრად არ იზრდება, ინვესტორებისთვის მთავარ მოტივაციას კი კომპანიის ყოველწლიური მოგებიდან მიღებული სარგებელი ანუ დივიდენდი წარმოადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე