მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრიანურლი დრონები ბაშკორტოსტანში Gazprom-ის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას დაესხნენ თავს

232

13 აგვისტოს ღამეს, ბაშკორტოსტანში, უკრაინიდან დაახლოებით 1 400 კილომეტრში მდებარე რუსეთის რეგიონში, დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა Gazprom-ის შვილობილ Gazprom Neftohim Salavat-ის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანასა და Wildberries-ის ლოჯისტიკურ ჰაბში. ამის შესახებ რუსული Telegram არხები იუწყებიან.

ონლაინ გავრცელებული ცნობების თანახმად, ბაშკორტოსტანში მდებარე ქარხანაზე თავდასხმა იყო, რასაც ხანძარი მოჰყვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა.

Gazprom Neftohim Salavat-ი რუსეთში ნავთობგადამმუშავებელი და ნავთობქიმიური წარმოების ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსია. ქარხანა აწარმოებს საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთს, პოლიეთილენსა და სხვა პროდუქტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები