მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: მოსახლეობამ COVID-19-ისგან თავდაცვა არ უნდა შეწყვიტოს

5f216221523d1
ნათია თაქთაქიშვილი
29.07.20 21:00
1002
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობამ COVID-19-ისგან თავდაცვა არ უნდა შეწყვიტოს, რაც სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვას გულისხმობს, რადგან მხოლოდ ამით არის შესაძლებელი საფრანგეთმა თავი აარიდოს საგანგებო მდგომარეობის ხელახლა გამოცხადებას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიერ ვერანის განცხადებით, ქვეყნის მოსახლოებას COVID-19-თან ბრძოლა კიდევ დიდხანს მოუწევს.

„ჩვენ ახლა მეორე ტალღასთან არ გვაქვს საქმე, ეპიდემია გრძელდება. ზოგი პატივს არ სცემს წესებს, თუმცა მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს“, – განაცხადა ვერანმა.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობას ჯერჯერობით არ სურს მკაცრი კარანტინის ხელახლა დაწესება.

„ჩვენ გვსურს, თავიდან ავირიდოთ მკაცრი კარანტინის წესების ხელმეორედ შემოღება. სიტუაციას თითოეული შემთხვევის მიხედვით ვაფასებთ, ომი არ დასრულებულა, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ამ ვირუსთან თანაცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს“, – აღნიშნა ოლივიერ ვერანმა.

იაღსანიშნავია, რომ ინფიცირებულია 72 ახალგაზრდა და მათი ასაკი 18-იდან 25 წლამდეა.