მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგი მილიარდერი უკრაინის უდიდეს სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ყიდულობს

გზავიე ნილი

ფრანგი მილიარდერი, გზავიე ნილი უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გარიგებას აწარმოებს. როგორც მილიარდერის საინვესტიციო კომპანიის, NJJ Capital-ის განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიამ უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი საკაბელო ტელევიზიის პროვაიდერის, Datagroup-Volia-ს შესყიდვაზე კონკურენციის სააგენტოსგან დასტური მიიღო. თუმცა ფრანგი მილიარდერი აქ არ ჩერდება და სურს, უკრაინის რიგით მესამე უდიდესი მობილური ოპერატორი კომპანიის, Lifecell-ის შეძენაც სურს, რომელიც, ამჟამად, თურქული Turkcell-ის შვილობილია. აღნიშნული გარიგებების შედეგად, გზავიე ნილი უკრაინაში ახალ ერთობლივ საწარმოს დააფუძნებს და ის ბაზრის მნიშვნელოვან წილს დაიკავებს.

აღნიშნული გარიგება, რომელიც $1.5 მილიარდადაა შეფასებული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანზაქციაა უკრაინის ისტორიაში. საინტერესოა, რომ თურქულ კომპანიას აქტივების გაყიდვა დიდი ხნის განმავლობაში სურდა, რადგან Lifecell-ის მეწილეთა შორის რუსი ოლიგარქები, მიხაილ ფრიდმანი, პიოტრ ავენი და ანდრეი კოსოგოვი არიან, რომელთა ქონება უკრაინამ 2023 წლის ოქტომბერში დააყადაღა. Lifecell-მა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ფრანგი მილიარდერი უკრაინაში ინვესტორებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები