მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

60d42265852a7
თელარა გელანტია
24.06.21 10:12
464
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

როგორც bm.ge-ის საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით თანხა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.