საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით გაგრძლების თაობაზე 10 მაისამდე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების შენელების ეტაპზე გადავიდეთ“, - განაცხადა გიორგიბ გახარიამ.
შეგახსნებთ, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.



























