მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

6239d28469c24
მარიამ იზორია
22.03.22 17:44
786
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.