მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეჯოში 0.6 მილიონიანი ინვესტიციით, 500 ტონის ტევადობის ხილის და ბოსტნეულის მაცივარი აშენდა

601fa2c0ebe78
BM.GE
07.02.21 12:17
1883
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა შეიქმნა. შპს „სომა მაცივარი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც ჯამურად, 578,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 231,200 ლარია, 289,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრო მეურნეობაში 500 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 30-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

„სოფლის განვითარების სააგენტოსთვის პრიორიტეტია აღნიშნული ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა. აგრარული წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში, უმნიშვნელოვანესია მოსავალის დროული დასაწყობება და შესაბამის პირობებში შენახვა. სახელმწიფოს მხრიდან, მომავალშიც არაერთი მსგავსი ტიპის პროექტი იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საგრანტო პროგრამების ფარგლებში, მხარდაჭერილია 50-მდე სამაცივრო და შემნახველი მეურნეობა, მათი ინვესტიცია კი, ჯამურად, 23 მლნ ლარს აღემატება.

სამინისტროს ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 154 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ათასზე მეტი სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 24 მლნ ლარს აჭარბებს.