მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი ინიშნება

5ec7a67066a5a
BM.GE
22.05.20 14:15
806
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მიხეილ ნინუას ვლადიმერ კონსტანტინიდი ჩაანაცვლებს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. 

"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს, მიხეილ ნინუას, რომელიც ჩემი მეგობარია და ჩემი ინიციატივით მოხდა მისი ჩვენთან დაბრუნება. მან დიდი როლი შეასრულა ამ კრიზისში, ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესში და ადგილზე დახმარების კუთხით. მან მთხოვა, რომ აქვს შემოთავაზებები კერძო სექტორში დაბრუნების თვალსაზრისით და ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენ წარმატებით გავართვით თავი ამ პრობლემას, წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე მას და თვითონ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც მე პატივს ვცემ.

რაც შეეხება მის შემცვლელს, პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნოს. ისიც გამოცდილი დიპლომატი გახლავთ. იგი სამინისტროს პრეს-მდივნის ფუნქციას ასრულებდა. ის გახლდათ ელჩი, აქვს სერიოზული გამოცდილება დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით, იგივე ადმინისტრაციული მიმართულებით", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამინისტროს ახალი სპიკერი ეყოლებათ და ამ ფუნქციას მარიამ ნარჩემაშვილი შეასრულებს.