მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 55%-მდე გაიზარდა - კოვზანაძე

5edf36c3801cd
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.20 11:11
1020
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ქვეყნის საგარეო ვალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამის შესახებ მან ფინანსთა სამინისტროს მიერ კორექტირებული ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მშპ-სთან მიმართებაში ვალი არ უნდა აღემატებოდეს 60%, ახლა კი 55%-ია.

"საგარეო ვალთან მიმართებაში მინდა გითხრათ კოეფიციენტი, ჩვენ ამას კოეფიციენტის მიხედვით განსაკუთრებით ვაკონტროლებთ. ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში არის 55%. ჩვენ გაგვეზარდა ეს მნიშვნელოვნად, მაგრამ არის ფარგლებში - 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს კანონიდან გამომდინარე და ჩვენი ამოცანაა ეს ვალი ამ ფარგლებში შევინარჩუნოთ", - განაცხადა კოვზანაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ იქნება შესაძლებლობა, ბიუჯეტი 600 მლნ ლარზე მეტად შემცირდება, თუმცა ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ვერსია ოპტმალურია.

"600 მლნ ლარი არის ნაწილი კაპიტალური ხარჯებიდან, ნაწილი მიმდინარე ხარჯებიდან. შემცირება შეეხო თითქმის ყველა სამინისტროს, მათ შორის მაგალითად, პარლამენტში 4 მლნ ლარით შევამცირეთ ჩვენ ჩვენი ხარჯები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო 250 მლნ -ით და ბევრი სამინისტრო...

თუ კიდევ სადმე არის რესურსი, ჩვენ ამისთვის ბევრი დრო გვექნება პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, ყველა კომიტეტი თავისი პროფილის მიხედვით ნახავს, მაგრამ მე რაც ვნახე, 600 მლნ არის ოპტიმალური ვერსია, არ გამოვრიცხავ რომ კიდევ შემცირდეს, მაგრამ ეს არის ის ოპტიმალური ვერსია, რაც ფინანსთა სამინისტრომ ახლა ნახა", - განმარტა მან.